23:48 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 10:53:07, 419 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 21-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველო სტატისტიკისა და ტურიზმის სატელიტური ანგარიშების კომიტეტის წევრად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პოზიციას ქვეყანა 2020 წლამდე შეინარჩუნებს.

ასამბლეა კოლუმბიის ქ. მედელინში ტარდება. ღონისძიება  12 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდება. ასამბლეას 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლები ესწრებიან.

ასამბლეის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელბთან. ამასთან, დელეგაცია მონაწილოებას მიიღებს ასამბლეის პარალელურად მიმდინარე მნიშვნელოვან ფორუმებსა და ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძებებში. საქართველოს დელეგაციას, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics