|
2020-09-12 10:26:17, 2366 ნახვა
სამართალი
შსს-მ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა პირველად დაიწყო
2020 წლის 1 სექტემბერს ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველად დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს - 1983 წელს დაბადებულ რ.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მოძალადის მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და მსხვერპლის თანხმობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ. გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული. ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და გაუმჯობესება. ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112". მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ხოლო მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)