|
2020-09-11 21:19:55, 2266 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტის დეტალებს გაეცნენ. პროექტი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მეთოდოლოგიური მითითებების მიხედვით შემუშავდა, მუზეოგრაფიის ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით ხორციელდება. რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 10 მლნ ლარია. ძველი კინოთეატრის შენობა მცხეთის ცენტრში, სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდა საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია. მუზეუმის მიმდებარედ მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. პროექტის ფარგლებში, შენობის სივრცეში ინტეგრირებულ არქეოლოგიურ ძეგლს - „მცხეთის კარიბჭეს" საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა და მუდმივ ექსპონატად შენარჩუნდა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)