04:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 17:24:55, 2945 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც გაზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას

„2017 წელს საქართველო გახდა ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი, ამან დღის წესრიგში დააყენა ახალი გამოწვევები და ამოცანები, რომ ჩვენ არამარტო ძლიერ ენერგეტიკულ ბაზრად, არამედ ევროპულ ყაიდაზე, ევროპული სტრუქტურით და წესით ფუნქციონირებად ბაზრად გარდავიქმნათ“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ბევრი სიახლეა - დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ცივილიზებულ, გამჭვირვალე ბაზრის ელემენტებს გააძლიერებს ენერგეტიკაში, ასევე მირებულია  ჩარჩო-კანონმდებლობის მთელი პაკეტი.

„მივიღეთ განახლებული კანონი ენერგეტიკის შესახებ, ახალი კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როგორ განვავითაროთ თუნდაც საკანონმდებლო ჩარჩო, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას,  ბაზრის გამჭვირვალობას და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ამ გარემოს,  იმიტომ, რომ ეს იქნება განსაკუთრებით ევროპული, დასავლელი ინვესტორებისთვის ნაცნობი თამაშის წესები“ - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics