16:54 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 15:02:34, 19467 ნახვა

პოლიტიკა
ზოგიერთი ბიზნესი ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ზოგიერთი ბიზნესი ქართულ სასამართლოს უნარს, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად,  უნდობლობას უცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ COVID-19– ის მიერ გამოწვეულმა გლობალურმა პირობებმა და ვირუსის გავრცელების შესამსუბუქებლად საჭირო ზომებმა მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ადგილობრივ ვალუტაზე და ადგილობრივ ეკონომიკაზე.

„საქართველო 2020 წლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში მეშვიდე ადგილზეა. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტებზე.

კონტროლის ქვეშ რჩება სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი. საერთო ჯამში, ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მყარია.

ამასთან, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის უნარისადმი, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად. ზოგიერთ ბიზნესის დავის საქმეზე სასამართლო სისტემა წლებია იწელება“, - ვკითხულოთ ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ე.წ ელიტარული კორუფციაც.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics