16:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 14:41:37, 3813 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსი ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას განცხადებით, მას მოკვლით ემუქრებოდნენ

 

ბელარუსი ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას განცხადებით, მას მოკვლით ემუქრებოდნენ, - ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

მარია კოლესნიკვა აცხადებს, რომ როდესაც ქვეყნიდან მის დეპორტირებას ცდილობდნენ, КГБ-ს ოფიცრებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს.

როგორც კოლესნიკოვას ადვოკტი იუწყება, ისინი ოფიციალურად აპირებენ, რომ შესაბამის უწყებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანონ.

როგორც „როიტერსი“ იუწყება, კოლესნიკოვა ამ დროისთვის მინსკში, საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება და ბრალად ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა ედება.

ცნობისთვის, პოლიტიკოსი მინსკში 7 სექტემბერს გაიტაცეს. თავდაპირველად უცნობი იყო თუ სად იმყოფებოდა ის, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარია კოლესნიკოვას დეპორტირება უკრაინაში იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკოსმა დახია პასპორტი, რის გამოც მისი დეპორტაცია ვერ მოხერხდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics