04:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 19:16:42, 4013 ნახვა

კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების მიუხედავად პარლამენტი მუშაობას აგრძელებს

ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების მიუხედავად პარლამენტი მუშაობას აგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესამსახური ავრცელებს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი,  ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება. სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია.

შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის  თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე.

საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს  ფუნქციონირებას  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრის   რეკომენდაციების შესაბამისად“ , -  ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტს კოვიდ-19 დაუდასტურდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics