|
2020-09-07 13:27:07, 5112 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - „ღირსეული პარტნიორი 2020“ საქართველოში სტაბილურობასა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ მიესალმება. მისი განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო წვრთნა ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება. „მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები. უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსნებთ, რომ მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით ოფიციალურად დღეს გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)