|
2020-09-07 12:13:17, 4830 ნახვა
კომენტარი
ლუკა სირაძის ძმა - ვითხოვთ დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც
გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმის, ბექა სირაძის განცხადებით, ოჯახი საქმეში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობასაც ითხოვს. მისი თქმით, ამისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. „ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურ ვადას 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს სამი წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას, გავივლი ადვოკატთან და პროკურორთან კონსულტაციას და თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან, ამ შემთხვევაში გავასაჩივრებთ. თუმცა სამი წელი ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ამტკიცებდნენ რომ ის იყო აბსოლუტურად უდანაშაულო. დანარჩენი მხარეების პასუხისმგებლობასაც ვითხოვთ. ჩვენ ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ბექა სირაძემ. შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარიანა ჩოლოანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)