|
2020-09-03 19:05:32, 2463 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა აგარაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი სამაცივრე საწარმო „გლენბერი“ დაათვალიერეს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა დუგლაძესთან ერთად აგარაში სამაცივრე საწარმო „გლენბერი" დაათვალიერეს. საწარმოს საქმიანობისა და განხორციელებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების" ლიდერებს შპს „გლენბერის" დირექტორმა რაფაელ მაღალაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, საწარმო 2018 წელს გაიხსნა, ხოლო განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამურად 10 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 600 000 ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული გრანტია. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის გაყინვა და მზა სახით რეალიზაცია, ასევე, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაცია. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლებისგან ყიდულობს, ასევე, ფლობს საკუთარ სათბურებსაც. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საწარმოში როგორც სეზონურად, ასევე მუდმივად, ჯამში 135 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აშშ-სა და ისრაელში ახორციელებს
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)