|
2015-09-12 15:20:51, 1744 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ყურძნის სუბსიდირება წელს არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში შეიქმნა, გადაწყვეტილება მივიღეთ
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ყურძნის სუბსიდირებას წელს სახელმწიფო არ გეგმავდა. მისივე განმარტებით, გლეხებზე სუბსიდიის გაცემა ბოლო თვეებში, რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით გადაწყდა. „სუბსიდიის თემა თავიდან არც იყო გაწერილი, რადგან ჩვენ ვუყურებდით თუ როგორ ხორციელდებოდა ღვინის გაყიდვა, ძალიან ბევრ ქვეყანაში შევძელით ქართული ღვინის გატანა. ღვინის კომპანიებს სახელმწიფო დაეხმარა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ჩინეთსა და იაპონიაში და სწორედ ამიტომ სუბსიდირება არ იგეგმებოდა, თუმცა იმ პრობლემების გათვალისწინებით რაც მსოფლიოში შეიქმნა ბოლო თვეების განმავლობაში, სახელმწიფომ სუბსიდირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, მევენახეები უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ. ისინი ყურძნის ფასით არიან უკმაყოფილო. თეთრი ყურძნის ღირებულება 60 თეთრს შეადგენს, საფერავის კი, 85 თეთრს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)