|
2020-09-01 17:06:31, 2236 ნახვა
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მისივე განმარტებით, კომისია მედიამონიტორინგის ფარგლებში, 24 საათიან რეჟიმში 50-მდე სამაუწყებლო არხს დააკვირდება. „მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. კომუნიკაციების კომისია მონიტორინგის ანგარიშებს პერიოდულად გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს წარუდგენს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ასევე, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთებიც. მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)