03:52 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 10:14:20, 6261 ნახვა

რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერები შუახევში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და  შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევში, საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.

დაბა შუახევის სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარეობს.

შენდება 240 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო, ღია და სპორტული მოედანი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს აჭარბებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics