|
2020-08-30 12:18:01, 2857 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის" მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემ, ბათუმში, მასშტაბური სოციალური პროექტის - ე.წ. „ოცნების ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერეს. მიმდინარე სამუშაოების შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებს ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, მშენებლობა დადგენილ ვადებში დასრულდება. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, ე.წ. „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და აღნიშნეს, რომ საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შედეგად, მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ. ე.წ „ოცნების ქალაქის" ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმე, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, აჭარაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა გადაიჭრება. პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 38.7 მილიონი ლარია. მშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლის, საბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა. პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები - Unicef-ი და წითელი ჯვარი.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)