|
2020-08-27 12:44:05, 3185 ნახვა
პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში. „ამ დღეებში გავრცელდა დოკუმენტებით დადსტურებული ინფორმაცია, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ კრემლიდან ფინანსდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, ამ ორგანიზაციის საქმიანობა. ისინი პირდაპირ არიან ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულები და მათ რბილ ძალას წარმოადგენენ საქართველოში. ატარებენ კრემლის პოლიტიკას. ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული იფნორმაცია მათ დაფინანსებაზე. საუაბრია 8 მილიონ 430 ათას დოლარზე. ენმ მოითხოვს ხელისუფლებისგან ეს ორგანიზაცია როგორც ანტისახელმწიფოებრივი და კრემლის მიერ მართული, საარჩევნო პროცესიდან მოიხსნას და ჩამოშორდეს საპარლამენტო არჩევნებს. დარწმუნებული ვარ ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს ყველა ნორმალური პოლიტიკური გაერთიანება თუ ცალკეული მოქალაქე, რადგან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზეა საუბარი“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)