11:50 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 14:26:46, 1626 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში დიასპორის მეტ ჩართულობაზე. ასევე განიხილეს ოქტომბერში დაგეგმილი დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ჩატარების საკითხები, რომელშიც მონაწილეობას უცხოეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის წევრები მიიღებენ.

ფორუმი ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენლებს, გაეცნონ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებს, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ.

ასევე აღინიშნა, რომ  სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართული დიასპორის მეტი ჩართულობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე, თორნიკე ზირაქიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics