07:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 11:56:01, 5826 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ხაზარაძის წერილზე - ამ სასაცილო ისტორიაში ჩემი ვალდებულება გამოძიებასთან თანამშრომლობა იყო და მე ეს შევასრულე

ამ სასაცილო ისტორიაში ჩემი ვალდებულება იყო გამოძიებასთან თანამშრომლობა და მე ეს შევასრულე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.

„ „არტარეას“ უყურებთ? უყურეთ „არტარეას“ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა „არტარეას“. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი იყო, რომ მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შესრულონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა. დასკვნის თანახმად, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics