|
2020-08-21 15:05:35, 4740 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს
საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, თუ რუსეთს საქართველოსთან რაიმე ტიპის ნორმალიზაცია სურს, პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს და თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაიყვანოს. „საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, სიმართლე არის ჩვენს მხარესა, ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. ამიტომ, თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, პირველ რიგში, რასაკვირველია, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უნდა შეასრულოს, თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე საუბარი, მაგრამ საქართველოს არჩევანი არის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)