10:43 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 18:12:47, 1221 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს. ანდრი ტარანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად საქართველო აირჩია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს.

 ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას. ყურადღება გამახვილდა საერთო სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საფუძვლებს ემყარება.

ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრობას. მინისტრებმა ქვეყნების საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ძირითად გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია რჩება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

 ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატოსთან თავდაცვის ძალების ურთიერთთავსებადობა.

კოლეგებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს, გამოცდილება ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში, თავდაცვის რეფორმირებაში, კიბერუსაფრთხოებაში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაში გაუზიარონ.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებს მოუწოდა, მოემზადონ გრძელვადიანი ომისთვის
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics