|
2020-08-18 16:24:40, 5444 ნახვა
კომენტარი
დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი პასუხს აგებს ქართველი ხალხის წინაშე!
მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში კრიმინალური მმართველობით თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს. „სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს ჩანს ყველგან და ყველაფერში. სიტყვა „მახინჯის“ მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს. მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე!!!“, - წერს მათიკაშვილი. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ივანიშვილმა დაამსგავსა 90-იანი წლების რუსეთს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)