09:47 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 23:08:43, 1146 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო „ამპელო” დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო "ამპელოში" იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნების" ლიდერებმა კომპლექსი დაათვალიერეს და მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. სასტუმროს მფლობელმა გურამ მახოშვილმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობის მთავარი მაპროვოცირებელი სახელმწიფო პროგრამა "შეღავათიანი აგროკრედიტი " იყო.

სასტუმროს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და საერთო ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს შეადგენს, რომლიდანაც სახელმწიფოს ხელშეწყობით 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია, 5 მილიონი კი კომპანიის ინვესტიცია. კომპლექსი ღვინის საწარმოს (მარანს), რესტორანს და სასტუმროს 20 ნომერს მოიცავს. კომპანიას მევენახეობის კუთხით 10 ადამიანი სტაბილურად ჰყავს დასაქმებული, სეზონურად - 40-მდე ადამიანი სხვადასხვა ოპერაციაზე. ამჟამად, სასტუმროში 36 ადამიანია დასაქმებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics