02:06 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 13:05:42, 2167 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება

„საქართველოს ბანკი“ რეგიონში ბიზნესების განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნით ბანკისა და შპს აგრო გარდენსის თანამშრომლობით წალკაში სასათბურე მეურნეობა აშენდება. მშენებლობის პროცესი საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 1,000 კვ.მ-ზე  უკვე გაშენებულია პომიდვრის სათბური. შპს აგრო გარდენსი 10 ტონა მოსავლის მიღებასა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს. ამ ეტაპზე, პროექტის განხორციელების პროცესში, დასაქმებულია 5 ადამიანი. ინვესტიციის ჯამური მოცულონა 97 500 ლარია.

„მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და კვლავაც აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. მიგვაჩნია, რომ რეგიონში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითრების, ახალი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისებისთვის. კომპანიას საკმაოდ კარგი სტარტი აქვს აღებული და გვჯერა, რომ ასე წარმატებით გააგრძელებს ოპერირებას ქართულ ბაზარზე“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics