|
2015-01-28 12:54:44, 1005 ნახვა
საზოგადოება
ყოფილმა მსჯავრდებულებმა პროფესიული გადამზადების კურსი გაიარეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებმა პროფესიული გადამზადების კურსები წარმატებით გაიარეს. ყოფილ მსჯავრდებულებს და მათი ოჯახის წევრებს პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თამარ სამხარაძემ და პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა გადასცეს. სხვადასხვა პროფესიული გადამზადების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი 13 ბენეფიციარს გადაეცა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფესიულ კოლეჯებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „პროფესიული გადამზადების კურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის. კურსები საქართველოს იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება. მისი მიზანია „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციართა და მათი ოჯახის წევრთა პროფესიული მომზადების პროგრამის ხელმისაწვდომობა, რათა ხელი შეეწყოს მათ პროფესიულ განათლებას და შემდგომში, დასაქმებას“,- განაცხადა დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ.| პროფესიული გადამზადების კურსებისა და ზოგადად, „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა თამარ სამხარაძემ. მისი თქმით, კურსები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი შეძლებს მასში ჩართვას. კომპიუტერული ქსელების სპეციალისტის კურსი გაიარა ექვსმა ბენეფიციარმა, ბუღალტერიის კურსი - სამმა, მზარეულის პროფესიული გადამზადების კურსი კი ოთხმა ბენეფიციარმა. კურსები ჩატარდა სსიპ პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“. სერტიფიკატების გადაცემას ცენტრის თანამშრომლები და სოციალური მუშაკები დაესწრნენ. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს დაიწყო. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)