07:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 13:10:29, 4819 ნახვა

რეგიონი
3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან

3 აგვისტოს, თბილისი-ბათუმის რეისზე მგზავრებს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრებიან, - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ქვეყნის ამბების მოყოლას.

"ე.წ. გიდები მგზავრებს აჭარის ძველი თუ ახალი მარშრუტების შესახებ სხვადასხვა ისტორიას გააცნობენ. თუ ჯერ კიდევ არ იცით სად არის ბათუმში პრინცესას აივანი, რა ისტორია აქვს ბათუმის თეატრს, რატომ უნდა მიხვიდეთ თევზის ბაზარში, როგორია ძმები ნობელების მუზეუმი - აუცილებლად დაემგზავრეთ თბილისი-ბათუმის მატარებელს. როგორც, საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ ეს ამბების არასრული ჩამონათვალია და გზა ბათუმამდე თავგადასავლებით იქნება სავსე.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა გაითვალისწინონ, რომ მგზავრობის პროცესში იქნება გადაღების პროცესი. მათთვის ვინც ე.წ. გზამკვლევების რეისებზე ვერ მოხვდება, საქართველოს რკინიგზა საინფორმაციო ვიდეო რგოლებს მოამზადებს.

აღმოაჩინე საქართველო - რკინიგზასთან ერთად", - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics