10:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 11:55:34, 3465 ნახვა

კომენტარი
მიხეილ დეგტიარევი ხაბაროვსკში გამართულ აქციებზე მყოფ ქართველ მომიტინგეებს პროვოკაციაში ადანაშაულებს

ხაბაროვსკის მხარის დროებითი გუბერნატორი, მიხაილ დეგტიარევი თვლის, რომ ხაბაროვსკში უცხოელი პროვოკტორები გამოჩნდნენ.

როგორც მან RTVI-თან ინტერვიუში განაცხადა, პროვოკატორების ნაწილი საქართველოდან არის ჩასული.

„ამ ყველაფერზე, მასობრიობაზე, რა თქმა უნდა, ყველა ცნობილი გამვლელი ჩაერთო, ვინც დაკავებულია აქციების ორგანიზებით, პროვოკაციებით, მათ შორის, არიან უცხოელები და კარგად ვიცით, რომ მათი ნაწილი საქართველოდანაა“, - აღნიშნა მან.

დაკავებული ექს-გუბერნატორის ადგილზე მოსულმა დეგტიარევმა, ადრეც გაამახვილა ყურადღება მხარეში უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ჩასვლაზე, რომლებიც მისი თქმით, შესაძლოა ქვეყანაში სიტუაციის დასამძიმებლად არიან ჩასულები.

ის თვლის, რომ თავდაპირველად მიტინგებს სტიქიური ხასიათი ჰქონდა, ახლა კი დემონსტრანტებს პროვოკატორები შეუერთდნენ.

ცნობისთვის, მასობრივი აქციები ხაბაროვსკში მას შემდეგ დაიწყო, რაც ექს-გუბერნატორი ფუგრალი, რომელიც ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. დემონსტრანტები ითხოვენ, რომ ექს-გუბერნატორის გასამართლება ხაბაროვსკში მოხდეს. ამასთანავე, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ დანიშნული გუბერნატორის მიმართ და მის წინააღმდეგაც გამოდიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics