|
2020-07-23 15:30:11, 4329 ნახვა
კომენტარი
ადვოკატის განცხადებით, გური ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ ამოიცნო
შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს, უწყებაში ამოცნობის პროცედურა ჩატარდა და როგორც არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გური ამირხანაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამოიცნო. მისივე თქმით, ამირახანაშვილმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ზ.ხს მხრიდან არანაირ ძალადობას და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. "ამირხანაშვილმა ამოიცნო ზ.ხ და მან ასევე განმარტა, რომ ეს პირი მას ნანახი ჰყავს პოლიციაში, როდესაც ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რომ ზ.ხ-მ გადასცა მას ნამცხვარი, რადგან ის მშიერი იმყოფებოდა. განაცხადა, რომ მანქანაში ნახა ზ.ხ და მას არ უთქვამს, რომ რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა მიაყენა და განმარტა, რომ მეორედ ნახა ზ.ხ გამოკითხვაზე", - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)