06:56 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-20 13:35:46, 4312 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 16 პროცენტით შემცირდა

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 503.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

მათი ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 71.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით შემცირდა და 1 078.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2020 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (197.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (167.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (161.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 332.4 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 30.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 117.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 91.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.4 პროცენტი)“, - ვკითხულობთ მონაცემებში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics