|
2020-07-16 15:34:16, 4515 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ყვარელში სასტუმრო „მეღვინეობა ნეკრესი“ გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“ სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ყვარელში, სამონასტრო კომპლექსი „ნეკრესის“ მიმდებარე გზატკეცილზე 8 ნომრიანი, დაახლოებით 4 ვარსკვლავის დონის სასტუმრო აშენდა. სასტუმროს საკუთარი მარანი, სადეგუსტაციო კუთხე და რესტორანი აქვს. სასტუმროში მოგვიანებით საკონფერენციო დარბაზიც მოეწყობა. პროექტის ღირებულებამ ჯამში 1 200 000 ლარი შეადგინა, საქართველოს ბანკის ინვესტიცია 350 000 ლარია. „მეღვინეობა ნეკრესს“ 15 ადამიანი ყავს დასაქმებული. „საქართველოს ბანკი" სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე ზომის ბიზნესების დაფინანსებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანიამ პატარა სასტუმროს აშენება და მასში მარნისა და რესტორნის განთავსება შეძლო. მიგვაჩნია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)