22:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 22:41:18, 3651 ნახვა

ომი უკრაინაში
აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა გამოცდას სამკურნალო სივრცეში ჩააბარებს

აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა გამოცდა სამკურნალო სივრცეში ჩააბარებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს მაინც ჩააბარებს.

აბიტურიენტი გამოცდას მისივე სამკურნალო ადგილას ჩააბარებს ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ. ის ადგილზე, სადაც ინფიცირებული მკურნალობას გადის, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო.

შეგახსენებთ, რომ  აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა.

მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics