|
2015-09-02 15:33:32, 585 ნახვა
საზოგადოება
ღარიბაშვილი: ჩვენი სურვილია მოსახლეობა მთაში დავაბრუნოთ
ჩვენი სურვილია დავაბრუნოთ მოსახლეობა მთაში, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა რაჭის სოფელ უწერაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა უწერაში მცხოვრებთ რიონის კალაპოტის გამაგრებას, გაზიფიკაციას და მიწების დაკანონების პროცესში დახმარებას დაჰპირდა. მანვე შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მთის კანონის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთის კანონი 1 იავრიდან ამოქმედდება და მთაში მცხოვრებთათვის მთელი რიგი შეღავათები დაწესდება: განსხვავებული ხელფასები და დახმარებები, საწარმოები მთლიანად გათავისუფლდებიან მოგების და ქონების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისგან კი 10 წლის განმავლობაში. ახლდაბადებულ ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად 100 ლარს, ხოლო მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს მიიღებს. „წლების განმავლობაში არანაირი ყურადღება არ ექცეოდა მთას და ამის შედეგი არის ის უმძიმესი სურათი, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მთა იცლება, ოჯახები ტოვებენ სახლ–კარს და მიდიან ქალაქში, რაც არის დიდი შეცდომა. ჩვენ დავიწყეთ წინა მთავრობების შეცდომების გამოსწორება. მივიღეთ მთის კანონი, რომელიც იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და რომელიც 1 იანვარს შევა ძალაში. გაწერილია მთელი რიგი ღონისძიებები, შეღავათები, რომელსაც ჩვენ დავუწესებთ მთაში მცხოვრებ მოსახლეობას. კერძოდ, განსხვავებული ხელფასები ექნებათ პედაგოგებს, ექიმებს. პენსიონერებს გაეწევათ დახმარებები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთაში საწარმოები მთლიანად გათავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადისგან. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან იქნებიან გათავისუფლებულები 10 წლის განმავლობაში. ამას გარდა, დემოგრაფიული სურათის გასაუმჯობესებლად, თითოეულ ახალდაბადებულზე 100 ლარს მიიღებს ოჯახი თვეში, ყოველ მეორე და მესამე ბავშვზე 200 ლარს, რაც ვფიქრობ იქნება კარგი დახმარება მთავრობის მხრიდან. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ შეღავათების ამოქმედების შემდეგ მთაში უნდა დაიწყოს სერიოზული ცვლილებები. ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოდის და აქ ყიდულობს სახლს, მაშინ როცა ჩვენი მოქალაქეები, ქართველები მიდიან და ტოვებენ სახლ–კარს. ამიტომ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთაში დავამაგროთ მოსახლეობა და გავაძლიეროთ მთა და სოფელი“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)