08:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 13:44:36, 3600 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - შესაძლებელი ხდება მერქნული რესურსის პირდაპირი წესით, ფიქსირებულ ფასად შეძენა

„შესაძლებელი ხდება მერქნული რესურსის პირდაპირი წესით, ფიქსირებულ ფასად შეძენა“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საკითხი,  რომელიც ეხება ტყითსარგებლობის წესებს და აქტუალურია ჩვენი მოსახლეობისთვის არის საშეშე მერქნის პირდაპირი შესყიდვის შესაძლებლობა.

ჩვენ დავიწყეთ საქმიანი ეზოების ჩამოყალიბება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია მდგრადი სატყეო მეურნეობის აღდგენისთვის. ყველა მუნიციპალიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მხრიდან გამოყოფილი  იქნება სპეციალური ადგილები, რომელიც  მოსახლეობას და ბიზნესს მისცემს საშუალებას, მერქნული რესურსი კონკრეტული ფიქსირებული ფასით შეიძინონ პირდაპირი წესით, ეს ეხება როგორც მაღალი ხარისხის, პირველი ხარისხის მერქნულ რესურს, ისე საშეშე მასალას, რომლის შეძენაც აქამდე მხოლოდ აუქციონის გზით იყო შესაძლებელი.

ტყის ღონისძიებებში ჩართული ოპერატორები შეძლებენ ტყეში არსებული ბიომასის გამოყენებას ბრიკეტების და ალტერნატიული ბიოსაწვავის წარმოებისთვის, რაც ნარჩენების მართვის სისტემას გააუმჯობესებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics