13:38 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 14:59:21, 2032 ნახვა

სამართალი
ბორცვაძე - ინფორმაცია, რომ მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ იაკობ ბრეგვაძე თბილისში ჩამოიყვანა, ტყუილია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტყუილია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ იაკობ ბრეგვაძე თბილისში „შკოდას“ ტიპის ავტომობილით ჩამოიყვანა.

მისი თქმით, გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები, სადაც, ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი.

„რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს... „შკოდას“ ტიპის ავტომობილს-ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი, ვინაიდან, გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც, ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამენ მოქალაქეებს, სინამდვილეში არის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი და არის ტაქსი. დადგენილია აღნიშნული ტაქსის მძღოლი, დაკითხულია და ეს ფაქტი დასტურდება. რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ, „შკოდას“ ფირმის ავტომობილით, მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით, მორიგე არ იყო და დადასტურებულია , რომ იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics