23:52 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-04 18:09:25, 5180 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე მელქისედეკი - ამერიკა გვაძლევს მაგალითს, როგორ უნდა იყოს პიროვნების თავისუფლება დაცული

„ამერიკა გვაძლევს მაგალითს, როგორ უნდა იყოს პიროვნების თავისუფლება დაცული“ , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკმა  განაცხადა.

მან ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეც მიულოცა.

“ჩემთვის დიდი პატივია მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. ეს მოვლენა ბევრად მეტია, ვიდრე 1776 წლის 4 ივლისს, 13 კოლონიის წარმომადგენელთა მიერ მიღებული დეკლარაციის დღე - ამ თარიღით დაიწყო ახალი ეპოქა, რომელმაც ძირეულად შეცვალა მსოფლიო. როგორც რიგითი ქართველი და სასულიერო პირი, შეუძლებელია მადლიერი არ ვიყო იმ ძალისხმევისა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავს, რათა ჩვენი პლანეტის თითოეული წერტილი გახდეს უფრო მეტად თავისუფალი, მშვიდი, ეკონომიკურად განვითარებული და ძლიერი.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ის ღირებულებები, რომელიც ქრისტიანობიდან და ევროპული კულტურიდან აღმოცენდა, დღეს ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებულ შტატებშია გამოხატული. სწორედ ამერიკა გვაძლევს მაგალითს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული პიროვნების თავისუფლება, რელიგიური პლურალიზმი თუ სხვა უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებები.

ვიმედოვნებ, რომ საქართველოში თქვენი ელჩად ყოფნის პერიოდში, უფრო მეტად გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა. უფრო მეტად გამტკიცდება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა” , - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics