|
2015-01-28 10:27:37, 1418 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით რიგაში გაემგზავრა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება. უწყების ინფორმაციით, მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა მიგრაციული ნაკადების მართვა, რეფორმები სამართალდაცვით სფეროში, ტერორიზმის სამართლებრივი ასპექტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამართალდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის კუთხით სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე მოხსენებით წარსდგება. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მინისტერიალის ფარგლებში ასევე ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2013 წელს ლუქსემბურგში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)