14:49 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-28 18:59:33, 2714 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა რომ საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა.

„საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც დაკავებულ პირებს უნდა შეფარდებოდათ უკიდურესი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები.

გარდა ამისა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მაქსიმალურად თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან. მათ ინტერესში შედიოდა აღნიშნულ საქმეზე სიმართლის დადგენა. არც წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი, რომ დაეკავებინათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები“,- განაცხადა ადვოკატმა.

საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, 17-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე პროკურატურის მოთხოვნა უკანონო იყო.

მისივე თქმით, სასამართლომაც უკანონო გადაწყვეტილება გააგრძელა.

„მოთხოვნა იყო უკანონო, რომ ყველა პირზე ითხოვდა პროკურატურა დაპატიმრებას, სასამართლომაც ანალოგიურად გააგრძელა უკანონო გადაწყვეტილება და ყველა პირს შეუფარდა პატიმრობა, მათ შორის იმ არასრულწლოვნებს, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან ამ მომენტში.

არანაირი მოლოდინი არ გვაქვს გასაჩივრებით, რომ რამე შეიცვლება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და სამართლებრივად ყველა რესურსს ამოვწურავთ, რათა ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ სამართლიანობას“, – განაცხადა გელხაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics