|
2020-06-28 11:04:39, 1644 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - თბილისის უბნები „ქართულმა ოცნებამ“ ბრაზილიურ ფაველებს დაამსგავსა - ამას ქართველი ხალხი და მე შემოდგომით დავასრულებთ
„თბილისის უბნები „ქართულმა ოცნებამ“ ბრაზილიურ ფაველებს დაამსგავსა. ამას ქართველი ხალხი და მე შემოდგომით დავასრულებთ“ , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შევარდნაძის დროს შსს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის შვილი მეგობრობს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. „შევარდნაძის დროს შსს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერ მინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერ ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ- კაწროსთან. თბილისის უბნები ქართულმა ოცნებამ დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით“,- ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)