|
2020-06-27 10:37:51, 4022 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. „წელს, კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საკმაოდ დიდ მოსავალს ველოდებით, რომლის საერთო საპროგნოზო რაოდენობა 35 000 ტონაზე მეტი იქნება. პროდუქციის რეალიზების პრობლემა არ არის. საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება. ჯამში, 22 სამაცივრე მეურნეობა იმუშავებს. ჩვენი სამინისტრო გააკონტროლებს მწვანე დერეფნის ფუნქციონირებას. მინდა, ფერმერებს მოვუწოდო, ჩაერთონ სადაზღვევო პროგრამაში, რომლის ფარგლებში, დღეისათვის, მხოლოდ 24 ჰექტარი მიწის ფართობია დაზღვეული, ბაღების საერთო ფართობი კი, დაახლოებით, 6 000 ჰექტარს შეადგენს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც შეხვედრაზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის პირობებში, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფერმერებს აგროვადების დაცვით სამუშაოების განხორცილებაში შეფერხება არ ჰქონოდათ. „აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით მიღებულმა დახმარებამ ხელი შეუწყო მოსავლის აღების პროცესს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით, კახეთში 3 მძლავრი გადამმუშავებელი კომბინატი მუშაობს, სადაც წვენებისა და ხილფაფების წარმოება ხდება. ვფიქრობ, ატმის რთველი წარმატებით ჩაივლის და ფერმერები კმაყოფილები იქნებიან“, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. დღეის მდგომარეობით, დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 396 ტონაზე მეტია, საიდანაც ექსპორტირებულია 49 ტონა შეადგინა. ატმის საბითუმო ფასი 1.00-დან 1,3 ლარამდე მერყეობს.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)