16:57 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-31 11:06:25, 560 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა მარტვილსა და საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოსა და მარტვილში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა. 

როგორც პრემიერმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა, საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თამარ ხიდაშელი. მარტვილში კი, სოსო დანელია. 

ცნობისთვის, საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. აღნიშნული ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics