|
2020-06-24 15:52:17, 1843 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია ვალის შემდგომი ზრდის კონტროლი
„მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელია ვალის შემდგომი ზრდის კონტროლი", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განიხილეს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, პანდემიის შედეგად გვაქვს როგორც მიწოდების ასევე მოთხოვნის შოკი, რაც იწვევს ეკონომიკის შემცირებას, სწორედ ამან განაპირობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. „გასულ წლებში არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, სავალუტო ფონდთან წარმატებით განხორციელებულ პროგრამასთან ერთად იყო ის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა უმოკლეს დროში საერთაშორისო ინსტიტუტებთან მიგვეღწია შეთანხმებას საქართველოსთვის დამატებით 1,5 მლრდ. აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე."-აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ვალის შემდგომი ზრდის კონტროლის მნიშვნელობას. „სამომავლოდ, აუცილებელია სახელმწიფო ვალის შემდგომი ზრდის კონტოლი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ფინანსური სტაბილურობა და ეკონომიკის მდგრადი განვითარება. მთავრობამ, კონკრეტულად კი, ფინანსთა სამინისტრომ გასწია შრომატევადი და მოცულობითი სამუშაოები, თუმცა რეალობა ყოველდღიურად იცვლება რაც კიდევ უფრო ართულებს მათ საქმიანობას", -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით გაწერილია თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ფართოვდება იმ ადამიანთა წრე, ვინც დახმარებებს მიიღებს.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)