16:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-28 14:15:35, 604 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: ნატო-ს ცენტრის გახსნა არცერთი მეზობელი ქვეყნისთვის საფრთხეების გაზრდას არ უკავშირდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა არცერთი მეზობელი ქვეყნისთვის საფრთხის გაზრდას არ უკავშირდება. 
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან ნათლად და ცალსახად  განაცხადა, რომ ეს აქტივობა,  ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნა არანაირად არ უკავშირდება საფრთხეების გაზრდას არცერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნისათვის. შესაბამისად, მეც ვუერთდები და ვიზიარებ  ამ პოზიციას“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. 
ცნობისთვის,  კრწანისის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. 
ცენტრი  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრეზიდენტმდა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს. ამასთან, იენს სტოლტენბერგი ღონისძიების ფარგლებში,    საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics