02:05 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-19 17:27:31, 2916 ნახვა

მსოფლიო
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში ინფიცირების 35 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პანდემიასთან ბრძოლას თითქოს თავიდან იწყებს ბრაზილია, თუმცა უკვე გამომუშავებული პრაქტიკის და რეკომენდაციების გათვალისწინების გარეშე, მიუხედავად  ბოლო 24 საათში დადასტურებული 35 000 ინფიცირების ახალი შემთხვევისა, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლონარიო, სოციალური დისტანციის და კარანტინის გახანგრძლივებას არ გეგმავს.
ბრაზილიის პრეზიდენტი ჯაირ ბოლისონარო დიდიხანია წინააღმდეგია სოციალური დისტანცირების გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა გაიხსნა ბარზილიის რამოდენიმე შტატში, დარჩენილ შტატებშიც ეკონომიკის სრული გახსნის პროცესი ნელნელა იწყება. 
ბრაზილია ამ დროისთვის მსოფლიოში მეორე ადგილზეა ეპიდემიის გავრცელების მასშტაბით. ოფიციალური წყაროებით 46 500 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა პანდემიის დაწყებიდან დღემდე - თუმცა ამ სტატისტიკურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ ექსპერტები. 
ლათინო ამერიკის ყველაზე დიდ ქვეყანაში, კორონავირუსის ინფექცია 955 000 მოსახლეს დაუდგინდა. დამკვირვებლები აცხადებენ რომ მათი რაოდენობა მილიონს კვირის ბოლომდე მიაღწევს - ნათქვამია, "Agence French-Press"-ის სტატიაში.  
პანდემიამ, ყველაზე მეტად სან-პაულოს შტატი დააზარალა, სადაც სულ 178 000 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 10 694 დაავადებული გარდაიცვალა. 
ბრაზილიაში, ბოლო მონაცემებით სულ 983 000 ინფიცირების და 47 869 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics