|
2020-06-13 11:43:47, 1215 ნახვა
რეგიონი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მომსახურების მიღება თელავშიც შესაძლებელია
კახეთის რეგიონში მიმდინარე მევენახეობის კადასტრის პროგრამის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის წარსადგენად მევენახეებს თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში მისვლა აღარ მოუწევთ; მომსახურების მიღება ქალაქ თელავშიც შესაძლებელი გახდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური ვენახების კადასტრის მონაცემების მუდმივ განახლებას და სრულყოფას უზრუნველყოფს. კადასტრის პროგრამა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებასა და ორგანიზებულად ჩატარებას. გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები მევენახეებსა და მეღვინეებს მათთვის საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ; კომუნიკაცია გამარტივდება სააგენეტოსა და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელთა დიდი უმრავლესობა სწორედ კახეთის რეგიონში მდებარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახური განთავსებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში (მისამართი: ქალაქი თელავი, ალაზნის გამზირი). ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის სამსახურის თანამშრომლები აქტიურად იქნებიან ჩართული რთველის მოსამზადებელ სამუშაოებში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)