02:04 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 17:36:51, 2754 ნახვა

მსოფლიო
15 ივნისიდან, საბერძნეთი 29 ქვეყნისთვის საზღვრებს გახსნის

საბერძნეთი 29 ქვეყნისთვის 15 ივნისიდან საზღვრებს ხსნის, თუმცა ამ ქვეყნების ჩამონათვალში უკრაინა არ შედის. 
ტურისტები ათენის და სალონიკის აეროპორტებში შეძლებენ ფრენების დაჯავშნას - ამის შესახებ ინფორმაციას "Associated Press" ავრცელებს. 
საბერძნეთის ტურიზმის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნებადართული ქვეყნებიდან მოგზაურობა შეეძლებათ ათენისა ან ჩრდილოეთ სალონიკში. ხელისუფლება სიის გაფართოებას პირველ ივლისს გეგმავს. 
"ჩვენი მიზანია ვუმასპინძლოთ ყველა ტურისტს, ვინც გადალახა შშ და მოგზაურობის სურვილი აქვს ჩვენ ქვეყანაში", - განაცხადა ტურიზმის მინისტრმა, ჰარი თეორისმა
ეს არის იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, რომლებიც ამ სიაში შედიან: ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ესტონეთი, იაპონია, ისრაელი, ჩინეთი, ხორვატია, კვიპროსი, ლატვია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ლიეტუვა, მალტა, ჩერნოგორია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი და ფინეთი. 
ამ დროისთვის, საბერძნეთში სულ 175 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის ინფექციით, 2 900-ზე მეტი დაინფიცირდა. ეს შემთხვევები საბერძნეთის ცენტრალურ ქალაქებში დაფიქსირდა, ხოლო რაც შეეხება კუნძულებს, რომლებიც ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა, ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 
”ჩვენ ვხსნით საზღვრებს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. ჯანმრთელობის მკაცრი პროტოკოლები დაიცავს როგორც თანამშრომლებს, ასევე ტურისტებს", - განაცხადა ჰარი თეორისმა





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics