|
2020-06-09 15:31:39, 2330 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველოს მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს
საქართველოს მთავრობა ადგილობრივი შაქრის წარმოებას მხარდაჭერას რამდენიმე მიმართულებით გაუწევს, - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრმა აგარის შაქრის ქარხანაში ვიზიტისას ისაუბრა. „ადგილობრივ წარმოებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე მასშტაბები უფრო დიდია, თვითღირებულება კი უფრო დაბალი. რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობა რომ შეინარჩუნოს ადგილობრივმა პროდუქციამ და მათ შორის ადგილობრივმა შაქარმა, ამას მხარდაჭერა სჭირდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად დეტალურად განიხილეს ქარხნის ბიზნესგეგმა, მათი თვითღრებულების სტრუქტურა, რომელშიც დიდი წილი ბუნებრივ აირს და ლოგისტიკურ მომსახურებას უჭირავს. ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო წარმოებას სწორედ ამ კომპონენტებში აღმოუჩენს მხარდაჭერას. კერძოდ - ქარხანა შედარებით შეღავათიან ფასში მიიღებს ბუნებრივ აირს და სარკინიგზო მომსახურებას. „ჩვენ წარმოებას დავეხმარეთ იმით, რომ შედარებით შეღავათიან ფასში მივაწოდეთ ბუნებრივი აირი - ნავთობის და გაზის კორპორაციამ. ასევე საქართველოს რკინიგზა დაპირდა, რომ შეღავათიან ტარიფში გაუწევს ლოგისტიკურ მომსახურებას. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ წარმოება და აგარის შაქრის ღირებულება იყოს კონკურენტული, მდგრადი, და აქ დასაქმებულმა 500-მდე ადამიანმა ხელფასები დროულად მიიღოს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ ნათბილაძის განცხადებით, წარმოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ გამოცხადებული საშემოსავლო შეღავათები 6 თვის განმავლობაში, რამაც ასევე ხელი შეუწყო ქარხნის ამოქმედებას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას.
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)