|
2020-06-06 14:20:43, 4458 ნახვა
რეგიონი
თამაზ სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება
ევროკავშირის გრანტის დაფინანსებით თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ფასადები რეაბილიტირდა, მოეწყო ღობეები და თითოეული მოსახლის კარები განახლდა. პროექტის სრული ღირებულება 54 300 ლარს შეადგენს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, 2018 წელს ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ევროკავშირის ფინანსური დახმარებით გასულ წელს თამაზ სტეფანიას სახელობის ძველ გერმანულ უბანში ქვაფენილი დაიგო, მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა , სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ტროტუარები. ,,თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. დღეს სამუშაოებს ადგილზე გავეცანით. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ეს პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას ევროპული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ვახორციელებთ და ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ჩვენს ქალაქში ტურიზმის განვითარებას ვფიქრობ ხელს უდავოდ შეუწყობს",- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)