|
2020-06-05 20:25:49, 3268 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - კომენტარების გაკეთებისას კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, კომენტარის გაკეთებისას კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, რაც უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დახურული მოსმენის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტი კომიტეტის მოსმენა საქმიანად და პროდუქტიულად წარიმართა. „ნებისმიერ შემთხვევაში, კარგია მსგავსი თუ სხვა ფორმატის მოსმენები, შეხვედრები დეპუტატებთან როგორც ოპოზიციიდან, ასევე უმრავლესობიდან", - აღნიშნა მან. ნათია თურნავას განცხადებით, მსგავს მოსმენებს ყოველთვის თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ მათი დასრულების შემდეგ კამერები ოპოზიციაზე კომენტარების გაკეთებისას მაგიურად მოქმედებს. „კამერები ძალიან მაგიურად მოქმედებს ხოლმე ოპოზიციის დეპუტატებზე, ეს უფრო მათი პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი. ოპოზიციის დეპუტატებმა ჩვენი პასუხები მოისმინეს და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გაიგეს", - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)