|
2020-06-05 16:36:21, 3364 ნახვა
კომენტარი
გახარია - გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ისაუბრა „გავრილოვის ღამეზე“ და განაცხადა, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი. მანვე განმარტა, რომ მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი არავის აძლევს იმის უფლებას, რომ იოცნებოს რაღაც რევოლუციებსა და გადატრიალებაზე. „გავიგე, რომ ვიღაცებს თავი უნდათ და ცდილობენ, რომ გმირებად წარმოადგინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე. ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი. შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასებას. მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ ქვეყანაში მოუწოდოს ვინმეს კი არა, იოცნებოს რაღაც რევოლუციებსა და გადატრიალებაზე“, - აღნიშნა გახარიამ. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, ჩვენმა ქვეყანამ პარლამენტში შევარდნები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს. „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები. ეს ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, - განაცხადა პრემირმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)