|
2020-06-05 13:11:43, 3508 ნახვა
კომენტარი
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ
ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ შეიარაღებულ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის, პიროვნება შეიარაღებულია და ჩაკეტილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე. „ამ ეტაპისათვის, როგორც მოგეხსენებათ, პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში, ჩაკეტილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამოდენიმე გასროლა უმისამართოდ. სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი პერიმეტრზე, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ არავინაა დაშავებული და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე, არიან უსაფრთხო მდგომარეობაში. ამ ეტაპისათვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ ადამიანთან, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო საუბრის მეშვეობით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)