|
2020-06-04 20:12:00, 3592 ნახვა
კომენტარი
კობერიძე - როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე მე არასოდეს დავჯდები იმ მაგიდასთან, სადაც „ნაცმოძრაობა" და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი
საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე, „ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის შეთავაზებას გამოეხმაურა. „როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისე მე არასოდეს დავჯდები იმ მაგიდასთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანავარსკვლავედია წარმოდგენილი! ჩემთვის ეს ორპოლუსიანობა არის წითელი ხაზი. ჩემი ამოცანაა, ისეთ პოლიტიკურ გუნდთან ერთად მივიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომელიც "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" გაწევს პოლიტიკიდან!" - განაცხადა კობერიძემ. მისი თქმით, იქ სადაც „ნაციონალური მოძრაობაა" მისი ადგილი არ არის და ის, აზრი, რომ ყველა ოპოზიციური პარტია თუ დამოუკიდებელი დეპუტატები ერთად შეიკრიბონ და ასე მოიპოვონ გამარჯვება არჩევნებში, ორპოლუსიანობის ნარატივია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)