16:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 16:32:21, 3898 ნახვა

ეკონომიკა
გვენეტაძე - როდესაც ფინანსური ბაზარი ვითარდება, იქ კურსის მერყეობა უფრო მეტადაა მოსალოდნელი

ეროვნული ბანკის დირექტორმა კითხვაზე თუ რატომ ხდება ლარის კურსთან დაკავირებით სწრაფი რყევები უპასუხა, რომ როდესაც ფინანსური ბაზარი ვითარდება, იქ მერყეობები უფრო მეტადაა მოსალოდნელი.

მისი თქმით, ყველა რყევაზე ინტერვენცია არ უნდა მოხდეს, რადგან ეს უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს.

"როდესაც ფინანსური ბაზარი ვითარდება იქ მერყეობები არის უფრო მეტად მოსალოდნელი. მაგრამ ისევ იმას ვუბრუნდები, რომ ეს მერყეობა მოსალოდნელი იყო. როდესაც ბაზარი არ არის განვითარებული მაშინ ეკონომიკა, ფაქტობრივად, აქვს ფიქსირებული კურსი. მაგრამ მაშინ, როდესაც სისტემა ვითარდება, როდესაც ეკონომიკა იზრდება და ფინანსური ბაზრები და სავალუტო ბაზრები ვითარდება, რყევები უფრო მოსალოდნელია.თუ კი ყველა რყევაზე მოხდება ინტერვენცია, ჩარევა, ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდეს, რომ ექსპორტის ბაზა განვითარდეს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics